ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართული მანდატურის სამსახური NASRO-ს წევრი გახდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი ფარგლებში, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მანდატურების სამსახური ამერიკის სკოლის მანდატურის საერთაშორისო ეროვნული ასოციაციის (NASRO-ს) წევრი გახდა. 

ხელმოწერა  აშშ-ს კონგრესში გაიმართა, სადაც ქართულ დელეგაციას  კონგრესმენი დაჩ რუპერ ბერგერი მასპინძლობდა. საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი   მოაწერა მანდატურის სამსახურის უფროსმა ზვიად ხიდიშელმა, ხოლო აშშ-ს მხრიდან სკოლის მანდატურის საერთაშორისო ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა მო კენედიმ. მო კენედიმ მინისტრს დიმიტრი შაშკინს  nasro-ს წევრობის დამადასტურებელი სიგელი გადასცა.

nasro-ს წევრი ქვეყნები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ,  ახორციელებენ ერთობლივ პროექტებს, გაცვლით პროგრამებს, ტრეინინგებს მანდატურებისთვის, ორგანიზაცია ასევე აწყობს  მანდატურის სამსახურის საქმიანობის შესახებ სემინარებსა და კონფერენციებს.

საქართველოს მანდატურის სამსახურის ასოციაციაში გაწევრიანების საკითხი გასულ წელს გადაწყდა, როდესაც საქართველოში მანდატურის სამსახურის საქმიანობის გასაცნობად, კავშირების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად ამერიკის მანდატურთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორთა  საბჭოს წევრები იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა სტუმრებმა შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გამართეს. დაათვალიერეს საჯარო სკოლები, მასწავლებლის სახლი, მოინახულეს პოლიციის აკადემია.

ამერიკის მანდატურის საერთაშორისო ასოციაციის დირექტორთა  საბჭოს წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, მანდატურის სამსახურის საქმიანობას და მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს მანდატურის სამსახურის საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე. დღეს ამერიკაში სწორედ ამ დოკუმენტს მოეწერა ხელი.

Video


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე