ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინმა “Associated Press”-ს ინტერვიუ მისცა

აშშ-ში ვიზიტად მყოფ საქართველოს განათლებისა და მეცნეირების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან ”Associated Press”-ის ჟურნალისტებმა ინტერვიუ ჩაწერეს. დიმიტრი შაშკინმა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემაში დანერგილ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.

ვრცელ ინტერვიუში მინისტრი თითქმის ყველა სიახლეს შეეხო, მათ შორის ისაუბრა ერთ-ერთ წარმატებულ პროექტზე  ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად (TLG)”, რომლის ფარგლებშიც  უკვე მეორე წელია საქართველოში ინგლისურენოვანი მასწავლებლები  მოღვაწეობენ, პროექტი გრძელდება და წლის ბოლომდე  1500 მოხალისე პედაგოგი ჩამოვა; ინგლისური ენის სწავლება საქართველოს სკოლებში პირველი კლასიდან მიმდინარეობს, წარმატებული მოსწავლეებისათვის  ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოსა და  დიდ ბრიტანეთში მოქმედებს; ინგლისური ენა გაძლიერებულად ისწავლება უმაღლეს სასწავლებლებშიც; სკოლებში ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოებით აღჭურვილი ბიბლიოთეკები იხსნება.

სკოლებში ფართოდ ინერგება მრავალკომპონენტიანი E-strategy (ელექტრონული სტრატეგია) და  საინფორმაციო ტექნოლოგიების გაძლიერებულად სწავლება; უკვე გაიხსნა 4 და წლის ბოლომდე 100 ახალი ,,მომავლის კლასი” გაიხსნება;  მიმდინარეობს სკოლების ,,ჭკვიანი დაფებით” (smart board) აღჭურვის პროცესი;  იქმნება სპეციალური კომპიუტერული პროგრამები და ყველა საგანში შემეცნებითი კომპიუტერული თამაშები ინერგება; 2011 წელს 60 000-მდე პირველკლასელმა და მათმა პედაგოგებმა სახელმწიფოსგან საჩუქრად საქართველოში წარმოებული კომპიუტერები ”ბუკები” მიიღეს, პროექტი 2012 წელსაც გაგრძელდება და ამდენივე პირველკლასელი მიიღებს საჩუქრად ნეთბუქს.

სახელმწიფოს მხრიდან მილიონობით ლარი იხარჯება სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე - 2011 წელს 350 საჯარო სკოლის  სრული რეაბილიტაცია განხორციელდა; აშენდა 10 ახალი სკოლა, მასწავლებლის სახლი, საგამოცდო ცენტრი თბილისში,  სამი  პროფესიული კოლეჯი და საინფორმციო ცენტრები თბილისსა და ქუთაისში; სკოლები  საბუნებისმეტყველო  ლაბორატორიებით, ახალი დაფებით, მერხებითა და  სკამებით აღიჭურვა.  2012 წლის ბიუჯეტში სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული, აშენდება 20 ახალი სკოლა; მასწავლებლის სახლები ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, 3 ახალი პროფესიული სასწავლებელი, 2 ახალი საინფორმაციო ცენტრი (თელავი, ზუგდიდი), სონის პროფესიული კოლეჯი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, მოხდება ხელნაწერთა ინსტიტუტის რეაბილიტაცია. სკოლებს გადაეცემათ  100 000 ახალი მერხი; 5000 ახალი დაფა და 25 000 კომპიუტერი.

ეს არის არასრული ჩამონათვალი სიახლეებისა, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ”Associated Press”-ის ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე