ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სტუდენტთა დასაქმების პროექტში კერძო სექტორი აქტიურდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში ,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე (Summer Job)” ბიზნეს ორგანიზაციები და ბიზნესმენები ჩაერთნენ. დღეს კერძო კომპანიების 150-მდე წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა გამართეს.

შეხვედრაზე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაწევრიანებულმა კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა და მეწარმე ფიზიკურმა პირებმა  მზადყოფნა გამოთქვეს ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში და ვაკანტური ადგილების/პირობების შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიაწოდონ.

სტუდენტთა დასაქმების პროექტის ფარგლებში, 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ბაკალავრიატის ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში  ანაზღაურებას 500 ლარის ოდენობით მიიღებენ. ახალგაზრდები  სხვადასხვა ქვედა რგოლის   სამუშაო ადგილებზე დასაქმდებიან სახელმწიფო დაწესებულებებში,  კერძო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ.  სულ შემოთავაზებული იქნება  70 სხვადასხვა სფერო, შესაბამისი ვაკანტური სამუშაო ადგილებით.

პროგრამა Summer Job გამიზნულია, ერთის მხრივ იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება და  გამოცდილების მიღება იმ სფეროში, რომელშიც მომავალში სურს დასაქმდეს. ხოლო, მეორეს მხრივ გამომუშავებული თანხა მას საშუალებას აძლევს საკუთარი სწავლა დააფინანსოს ან  გამოიყენოს შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისათვის და  ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა საზაფხულო არდადეგები ნაყოფიერად გამოიყენოს. ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში.

Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე