ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრის შეხვედრა ბარი ჯექსონთან

ამერიკის კონგრესში გამართული სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, დიმიტრი შაშკინი ამერიკის კონგრესის თავმჯდომარის აპარატის უფროსს ბარი ჯექსონს შეხვდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან საუბრისას ბარი ჯექსონი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით და იმ პროექტებით დაინტერესდა, რომელიც  განათლების სფეროში დაინერგა. განსაკუთრებით ბარი ჯექსონი  ერთ-ერთ წარმატებულ პროექტზე  ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად (TLG)” შეჩერდა და აღნიშნა, რომ ეს პროგრამა ბევრ ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება, კარგად აპრობირებულია და საქართველოში მისი ამოქმედება  მომავალ თაობას წინსვლისთვის ფართო ასპარეზს გაუხსნის.

ბარი ჯექსონმა ასევე  წარმატებული უწოდა პროექტებს, რომლებიც მოსწავლეთა ინტელექტუალური და შემეცნებითი პოტენციალის ამაღლებას ემსახურება, ამისთვის იქმნება სპეციალური ბეჭვითი, აუდიო თუ ვიდეო რესურსი, კეთდება თანამედროვედ აღჭურვილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე