ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

წიგნის "ჩემი უფლებები და მოვალეობები" პრეზენტაცია გაიმართა

მოზარდებს შორის სამართალდარღვევათა პრევენციის მიზნით, „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ სახელმძღვანელო "ჩემი უფლებები და მოვალეობები" შეიქმნა. წიგნი თბილისის №24 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ წარუდგინა. 

ახალი სახელმძღვანელო განკუთვნილია 14-18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებისათვის და მის მიზანს წარმოადგენს მოზარდებს შორის სამართალდარღვევათა პრევენცია, მათი ცნობიერების ამაღლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ასევე მათ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.

წიგნში  საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, პოპულარულ ენაზე და პრაქტიკული მაგალითების თანხლებით გადმოცემულია, თუ რა უფლებები და მოვალეობები აქვთ მოზარდებს გარკვეული ასაკის მიღწევისას, როგორ იცავს კანონი მათ უფლებებს ხელყოფისაგან და როგორია მათი პასუხისმგებლობა სამართლადარღვევების დროს. გამახვილებულია ყურადღება არასრულწლოვანთა შორის ყველაზე უფრო  გავრცელებულ სამართალდარღვევებზე.

წიგნში შეტანილია უახლესი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის ნორმები, რომლებიც  არასრულწლოვანებს ეხებათ.

წიგნის გამოცემა განხორციელდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "სკოლის მოსწავლეთა - არასრულწლოვანთა უფლებები და მოვალეობები" ფარგლებში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე