ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„ოკუპაციის კვირეულის“ ფარგლებში ფილმის ჩვენება გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად თებერვლის მეორე ნახევარში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ახორციელებს. კვირეულის მიზანია მოსწავლეებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს 1921, 2008 წ/წ-ში რუსეთის მიერ განხორციელებულ  აგრესიაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა “ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში,  იუნკერთა სახელობის თბილისის 52–ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს  ლატვიელი რეჟისორის ედვინ შნორის დოკუმენტური ფილმი ”საბჭოეთის ისტორია” წარუდგინა.         

”საბჭოეთის ისტორიის” შექმნის იდეის ინიციატორები ევროპარლამენტის დეპუტატები არიან. ფილმში ნაჩვენებია საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის შედარება დაწყებული სიმბოლოებითა და იდეოლოგიით, ადამიანთა მასობრივი განადგურების ხერხებით დამთავრებული. ფილმში  დოკუმენტური ფოტო და კინო მასალაა გამოყენებული, ჩაწერილია ინტერვიუები თვითმხილველებთან, ცნობილ პროფესორებთან და ისტორიკოსებთან. ფილმი ”საბჭოეთის ისტორია” ერთგვარი გაფრთხილებაცაა და გარკვეული ბრალდებაც წამყვანი სახელმწიფოებისადმი, რომელთა უმოქმედობამაც მიიყვანა სსრკ და გერმანია ამ მდგომარეობამდე.

ფილმმა მოზარდების დიდი ინტერესი გამოიწვია, ჩვენების შემდეგ ფილმის განხილვა გაიმართა. მოსწავლეებმა 2008 წლის აგვისტოს ომიც გაიხსენეს და ის მხარდაჭერა, რაც მაშინ მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა საქართველოს აღმოუჩინეს.

„ოკუპაციის კვირეულის“ ფარგლებში „საბჭოეთის ისტორიას“ ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან, სკოლებში გაიმართება ექსპერტთა და ისტორიკოსთა  ლექცია/დისკუსიები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე