ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში ”წითელი ყაყაჩოს” აქცია იმართება

”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, რუსეთთან ომში დაღუპული გმირების მოსაგონრად ”წითელი ყაყაჩოს” აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში მოსწავლეები წითელ ყაყაჩოს დაიბნევენ და ამით პატივს  ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს მიაგებენ. აქციას, რომელმაც  სტარტი თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან დღეს აიღო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და საგამომცემლო სახლის  „პრაიმტაიმის“ დამფუძნებელი  თამარ ფხაკაძე შეუერთდნენ. 

მოსწავლეების მიერ მკერდზე დაბნეულ წითელ ყაყაჩოს ორგვარი დატვირთვა აქვს, ის ერთდროულად მშვიდობის  და ხსოვნის სიმბოლოა -  ჩვენ აღარ გვინდა ომი და მუდამ უნდა გვახსოვდეს ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად სამშობლო ოკუპანტებისაგან იხსნეს!

თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან დაწყებული აქცია კვირის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს და მასში ყველა მოსწავლე ჩაერთვება. ”წითელი ყაყაჩოს” აქცია   საგამომცემლო სახლის  „პრაიმტაიმის“ ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით  ტარდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე