ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კავკასიის უნივერსიტეტის ყველა პირველკურსელი დასაჩუქრდა

”კავკასიის უნივერსიტეტის” 450  პირველკურსელს “თიბისი ბანკის” სათაო ოფისის საპრეზენტაციო დარბაზში, საზეიმო ვითარებაში ნეთბუქები გადაეცათ. კავკასიის უნივერსიტეტში ჩარიცხული ყველა პირველკურსელი ამ საჩუქარს უკვე მეოთხე წელია ტრადიციულად იღებს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და სტუდენტებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ.

კავკასიის უნივერსიტეტი  2004 წელს, კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე დაარსდა. კავკასიის ბიზნესის სკოლა  1998 წელს ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით დაფუძნდა. დღეისათვის კავკასიის უნივერსიტეტს  7 სკოლა აქვს: კავკასიის ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ტურიზმის.

2012-2013 სასწავლო წლისათვის კავკასიის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს მრავალ სიახლეს სთავაზობს: ბიზნესის სკოლას დაემატა ახალი სპეციალობა - საერთაშორისო ბიზნესი; მედიის სკოლას - აუდიოვიზუალური ხელოვნება; ტექნოლოგიების სკოლას - ტელეკომუნიკაცია; ჰუმანიტარულ მეცნიერებთა სკოლას - არქეოლოგიის, ფილოლოგიისა და ისტორიის მიმართულებები; ტურიზმის სკოლა კი წელს პირველად, ბათუმის გარდა მიღებას უკვე თბილისშიც აცხადებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე