ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსი ”საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდები 1921 წლიდან დღემდე” მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის  სასკოლო პროექტების კონკურსს - ”საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდები 1921 წლიდან დღემდე” ატარებს.

კონკურსის მიზანია წაახალისოს მოსწავლეთა კვლევისა და კრიტიკული აზროვნების უნარები. ქრესტომატიული საკითხებიც კი ახალმა თაობამ  შეიძლება განსხვავებულად დაინახოს და წარმოაჩინოს. ამიტომაც, ოკუპაციის  ამსახველი მასალა შეიძლება ეხებოდეს როგორც საყოველთაოდ ცნობილ და ისტორიოგრაფიაში ფართოდ გაშუქებულ მოვლენებს, ასევე ნაკლებად ცნობილ ფაქტებსაც.

სასკოლო პროექტების კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ჰქონდა. თითოეულ სკოლას შეეძლო წარმოედგინა სამი-ხუთი მოსწავლისაგან შემდგარი ჯგუფის მიერ მომზადებული ერთი პროექტი. კონკურსანტებს აღნიშნული თემატიკა  საპრეზენტაციო ფორმატში უნდა აესახათ.

პირველ ეტაპზე კომისიამ 15 საუკეთესო პროექტი შეარჩია, რომელთა ავტორებიც კომისიის წინაშე საკუთარი ნაშრომის პრეზენტაციას წარმოადგენენ, რის შედეგადაც  სამი გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება. გამარჯვებული გუნდები და მათი სკოლები 25 თებერვალს ფულადი პრიზებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან (I ადგილი - 2500-2500 ლარი, II  ადგილი -1500-1500 ლარი, III ადგილი - 1000-1000 ლარი). დაჯილდოება გაიმართება საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში.

Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე