ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

”წითელი ყაყაჩოს” აქცია გრძელდება

”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში ორგანიზებული ”წითელი ყაყაჩოს” აქცია გრძელდება და მას 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ირინე ქურდაძის განცხადებით, XX-XXI საუკუნეებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს. ყოველი წლის თებერვალში ცხადდება ”ოკუპაციის კვირეული”, რომლის  მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ და გაითავისონ ის ტკივილი, რასაც რუსული აგრესია და ოკუპაცია ჰქვია.

 რუსეთთან ომში დაღუპული გმირების ხსოვნას ეძღვნება ”წითელი ყაყაჩოს” აქციაც, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები  წითელ ყაყაჩოს იბნევენ და ამით პატივს  ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს მიაგებენ. 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები თავად ამზადებენ ყაყაჩოებს და თავიანთ თანატოლებში ავრცელებენ.

აქცია კვირის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს და მასში ყველა მოსწავლე ჩაერთვება. ”წითელი ყაყაჩოს” აქცია საგამომცემლო სახლის  „პრაიმტაიმის“ ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით  ”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში ტარდება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე