ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

”განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012” გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიისა და საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას ორგანიზებით  ”განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012” იმართება.  გამოფენა დღეს მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა.

მიმდინარე წლის 23-26 თებერვალს  საგამოფენო ცენტრის მე-11 პავილიონში საქართველოს 81 საგანმანათლებლო დაწესებულება  და 13 უცხოური უნივერსიტეტი, კოლეჯი და უმაღლესი სკოლა თავის პროგრამებს წარმოადგენს და მათ ფართო საზოგადოებას გააცნობს.

საერთაშორისო გამოფენის ორგანიზება, ახალი სასწავლო პროექტების პრეზენტაციები და  საგანმანათლებლო სისტემაში განხორციელებული ინიციატივების განხილვა  ძალზე მნიშვნელოვანია.

განათლების რეფორმის ფარგლებში, დაიხვეწა და თანამედროვე სტანდარტებს მოერგო პროგრამები, რომლებიც საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში ხორციელდება, რაც შეეხება სწავლას იგი ხელმისაწვდომია ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად სოციალური ფენისა, რელიგიური აღმსარებლობისა თუ წარმოშობისა, ყველას აქვს სრულყოფილი განათლებისა და თვითრეალიზების საშუალება. სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველო  განათლების ხელმისაწვდომობით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.  

გამოფენის დღეებში ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება სრული ინფორმაცია მიიღოს როგორც კერძო ასევე, სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებათა საგანმანათლებლო პროგრამებზე. გამოფენაში  მონაწილეობენ საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებიც, რომელთა ძირითად მიზანს  საგანმანათლებლო სექტორის განვითარება და ხელშეწყობა წარმოადგენს.

გამოფენის ფარგლებში  მოეწყობა პრეზენტაციები და ჩატარდება “ღია კარის დღეები”.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე