ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

70 მსხვილბიუჯეტიანი სამეცნიერო პროექტი დაფინანსდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მორიგ ახალ 70 სამეცნიერო კვლევას დააფინანსებს. 

პროექტები ორიენტირებული იქნება ახალი ცოდნის შემუშავებაზე, ინოვაციური იდეებისა და კონცეფციების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა - ანალიზზე, საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადი მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შექმნასა და გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალებების, სამრეწველო ნიმუშების შემუშავებასა და სრულყოფაზე. 

კვლევები ათი სამეცნიერო მიმართულებით დაფინანსდება, მათ შორის  ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამედიცინო, სიცოცხლის, დედამიწის შემსწავლელ და აგრარულ სფეროებში.

ყველა პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრულიად ახალი სამი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. ისინი დამოუკიდებელი, უცხოელი ექსპერტების მიერ უმაღლესი ქულებითაა შერჩეული.

სამეცნიერო პროექტების ნაწილს საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერები უხელმძღვანელებენ. დაფინანსებას 600-ზე მეტი მეცნიერი მიიღებს, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა მკვლევარი და სტუდენტი.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე