ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს გამოცდილებას უცხოელები გაეცნენ

”განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012-ის” მონაწილე უცხოეთის ქვეყნების სასწავლო დაწესებულებათა წარმომადგენლები საქართველოს განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმების გასაცნობად, ახალი კონტაქტების დასამყარებლად და გაცვლითი პროგრამების ამოქმედების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს შეხვდნენ. სტუმრები წარმოადგენდნენ საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის, ჩეხეთის, იტალიის, შვეიცარიის, კვიპროსის, თურქეთის, რუმინეთის წამყვან  სასწავლო დაწესებულებებს.

დიმიტრი შაშკინმა უცხოელ სტუმრებს ბოლო წლებში განათლების სისტემაში დანერგილი სიახლეები გააცნო და დეტალურად იმ პროექტებზე შეჩერდა, რომელთაც სამინისტრო უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით ახორციელებს, კერძოდ, საქართველოში მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების სასწავლო გარემოს შექმნა, ინერგება ახალი სასწავლო პროგრამები და ხდება ისეთი პროფესიების წახალისება, რომელზედაც შრომის ბაზარზე დიდია მოთხოვნა და  ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას ემსახურება.

უცხოელი სტუმრების შეფასებით მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფო ასე ზრუნავს თავისი მოქალაქეების განათლების დონის ამაღლებაზე, აძლევს მათ  უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობას და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებს უფინანსებს.

მინისტრთან შეხვედრაზე მომავალი თანამშომლობის ჭრილში, საქართველოში უცხოეთის წამყვანი უმაღლესი და პროფესიული სასწავლო დაწესებულებათა  ფილიალების ამოქმედების პერსპექტივაც იქნა განხილული. ამის წინაპირობა საქართველოში ”განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012-ის”  ორგანიზებამ უკვე შექმნა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე