ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„ოკუპაციის კვირეულს“ მანდატურები შეუერთდნენ

”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, გორის  მანდატურებმა ერთი დღე  ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებთან ერთად გაატარეს.

მანდატურები და ბავშვები ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ სადაც მათ 48100-ზე მეტი ექსპონანტი დაათვალიერეს. კედლის მხატვრობა, მცირე ფორმის ქანდაკებიბი, ჰერალდიკისა და სახალხო სანახაობის ამსახველი მასალები, რომლებიც წარმოდგენას გვაძლევენ წინა აზიისა და ქართველ ტომთა უძველესი კულტურის მჭიდრო კავშირზე.

ღონისძიების ფარგლებში მანდატურები და ბავშვები გორის ოკუპაციის მუზეუმსაც ეწვივნენ.  მანდატურებმა და მოსწავლეებმა  ოკუპაციის მუზეუმში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921-1990) ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფოტომასალა და ნივთები დაათავლიერეს.

მოზარდებმა და მანდატურებმა ასევე იხილეს „ედვინ შნორის დოკუმენტური ფილმი „საბჭოთა ისტორია“.

მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო აქციებში და საზოგადოების სხვადასხვა ფენას თავად განუმარტონ სკოლის მანდატურის არსი.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე