ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

”ქართული კალიგრაფიის კონკურსი” გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით,  „ქართული კალიგრაფიის’’ კონკურსი ტარდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს, სტუდენტებს და საქართველოს მოქალაქე სხვა ზრდასრულ დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ემიგრანტ ქართველებს.

კონკურსი  3 ეტაპიანია. პირველ ეტაპზე, თითოეულმა კონკურსანტმა 2012 წლის 12 აპრილის ჩათვლით, საკონკურსო ნიმუში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს. გამარჯვებულების გამოვლენა 30 ივნისს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღეს მოხდება,  ამ თემასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორიმა ბუბა კუდავამ ბრიფინგი გამართეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ  7 400 ლარი პროექტის საპრიზო ფონდისთვის გამოყო. რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული კონკურსანტები სერთიფიკატებთან ერთად, სერიოზულ ფულად ჯილდოებსა და ფასიან საჩუქრებს მიიღებენ. კონკურსის დასკვნითი ტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას   ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.

„ქართული კალიგრაფიის’’ კონკურსს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ატარებენ და მისი მიზანია ახალგაზრდებში ხელით წერით კულტურის განვითარება და მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.

კალიგრაფიის კონკურსი მესამე წელია ტარდება. თავდაპირველად კონკურსში მხოლოდ სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, გასულ წელს მათ  სტუდენტები და სხვა ზრდასრული დაინტერესებული პირები დაემატათ, მათ შორის ემიგრანტი ქართველები. კალიგრაფიის კონკურსი  უწმინდესის ლოცვა–კურთხევით ტარდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე