ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

edublog.ge - განათლების სფეროს ბლოგერთა პირველი საიტი

ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ფუნქციონირება ახალმა საიტმა დაიწყო. edublog.ge პირველი საიტია, რომელიც საკუთარ მკითხველს მხოლოდ განათლების სფეროს შესახებ არსებულ ბლოგებს სთავაზობს. საიტზე თავმოყრილია ინტერნეტსივრცეში არსებული ის ბლოგები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს განათლების სფეროში არსებულ ინფორმაციას აწვდის, მათ შორის მიმდინარე რეფორმებსა და სიახლეებზე ბლოგების ავტორები თავიანთ მოსაზრებას აფიქსირებენ.
ბლოგერთა შორის ერთ-ერთი აქტუალური თემაა ინფორმაციული ტექნოლოგიები. გასულ კვირას გარდა ეროვნულ სასწავლო გეგმისა, ნათია ჯოხაძემ ასევე ისაუბრა
ინფორმაციული ტექნოლოგიების როლზე განათლებაში, რომელსაც მის ბლოგზე დიდი გამოხმაურება მოყვა.

„...აქვე უნდა ავღნიშნო (შემდგომი მსჯელობის განსამტკიცებლად), რომ სულ პირველ ბუკელებში ჩემი უმცროსი შვილი, ელენეც მოხვდა, რომელმაც პირველად შეაბიჯა ფორმალური განათლების მნიშვნელოვან ინსტიტუციაში - სკოლაში ზუსტად 2010 წელს.“ ... წაიკითხავთ რატომ არის აუცილებელი ბავშვისა და კომიუტერის „მეგობრობა“ და რა დადებითი მხარეები აქვს ამ ყველაფერს. ავტორის გულწრფელობა კი ნამდვილად არ დაგაეჭვებთ, რადგან ის ამ საკითხზე თავისი პირადი მაგალითიდან გამომდინარე საუბრობს.

ამ თემასვე აგრძელებს 173-ე სკოლის დირექტორი შორენა ბუნტური, რომელიც საკუთარ პოსტში „რამდენად მნიშვნელოვანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება სკოლებში“   იმ უპირატესობებზე საუბრობს, რომელიც სკოლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას გააჩნია.

კერძო სკოლა „ბაქსვუდის’ დირექტორი სანდრო ვაშაკიძე კი სასწავლებლებში სპორტის სწავლებას და მის სპეციფიკას ეხება. კითხვას „გვჭირდება თუ არა სპორტული კვოტები სკოლებსა და უმაღლესებში?“  ვაშაკიძე პასუხს და არგუმენტებს  საკუთარ ბლოგზე აყალიბებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე