ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კრიმინალისტიკის ლაბორატორია – მომავალი იურისტების სამსახურში

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში  კრიმინალისტიკის ლაბორატორია ამოქმედდა, სადაც რეალურ სიტუაციებთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობებია. ლაბორატორია დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა.

კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში კვალიფიციური სპეციალისტები  სტუდენტებს კრიმინალისტიკური ტექნიკის, საგამოძიებო ტაქტიკისა და ცალკეული სახის დანაშაულთა გამოძიების ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეასწავლიან, როგორიცაა კვალთა და სხვა მტკიცებულებათა გამოვლენა, ფიქსირება და გამოკვლევა, ასევე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების, ადამიანის სიცოცხლის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, სატრანსპორტო, სამოხელეო თუ სხვა დანაშაულების გამოძიების  მეთოდიკის თავისებურებებს.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი  სტუდენტებისათვის თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავებაზეც ზრუნავს.

უნივერსიტეტის ამოცანაა, პროფესიული და სოციალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით,  სტუდენტებს შრომის ბაზარზე ორიენტირებული ისეთი განათლება მისცეს, რომელიც შემდგომში მისი ცხოვრებისეული წარმატებისა და წინსვლის საფუძველი იქნება.

უნივერსიტეტის თანამედროვე მატერიალურ–ტექნიკური ბაზა მოიცავს უახლესი ნორმატივების მიხედვით აღჭურვილ ბიბლიოთეკას, სასწავლო აუდიტორიებს, კაბინეტებსა და ლაბორატორიებს.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს: რადიო და ტელე ლაბორატორიები – მომავალი ჟურნალისტებისთვის, იმიტირებული სასამართლო დარბაზი და კრიმინალისტიკის ლაბორატორია – იურისტებისთვის, „სასწავლო ინკუბატორი“ – ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. უახლოეს მომავალში ფუნქციონირებას დაიწყებს საქმიანი თამაშების ლაბორატორია, რომელშიც შევა: მინი ბანკი, ტურიზმის, მარკეტინგის, პროექტების მართვისა და საწარმოო ოპერაციების მართვის განყოფილებები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე