ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაათვალიერა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უახლესი სტანდარტებით აღჭურვილ ლაბორატორიებს გაეცნო და ბიუროს ხელმძღვანელთან, გიორგი ხიზანიშვილთან ერთად სტუდენტებს შეხვდა.

უკვე 4 წელია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან (თსუ, სტუ, თსსუ და სხვ.) თანამშრომლობს. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მათი განათლების საფუძველზე, პრაქტიკული კურსი  ბიუროში გაიარონ. პრაქტიკული კურსის ხანგრძლივობა  ერთი აკადემიური სემესტრით განისაზღვრება.

საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სტუდენტები კვლევის თანამედროვე მეთოდებს ეცნობიან. პრაქტიკული მეცადინეობა ძირითადად 3 მიმართულებით მიმდინარეობს: კრიმინალისტიკური, სამედიცინო და ქიმიური ექსპერტიზის განხრით.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI) სრული წევრია.

აღსანიშნავი ფაქტია რომ, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დე-ენ-ემ ლაბორატორია  ENFSI სამუშაო ჯგუფის წევრია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე