ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბათუმი უნივერსიტეტების პრეზიდენტების ევროპულ ასოციაციას მასპინძლობს

25-27 თებერვალს სასტუმრო ”რედისონ ბათუმში” უნივერსიტეტების პრეზიდენტების ევროპული ასოციაციის (IAUP) კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტმა პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ჩაატარა.

კონფერენციაში მონაწილეობდა 50-ზე მეტი  უნივერსიტეტის  პრეზიდენტი და რექტორი ევროპისა და შავი ზღვის რეგიონებიდან, აშშ-დან, აფრიკიდან. მათ შორის იყო ზემო ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და ჩეხეთის ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოსთვის და კონკრეტულად კავკასიის უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს გაცვლითი პროგრამები წარმოადგენს, კონფერენციის მასპინძლობის მიზანი უნივერსიტეტების დაახლოვება და მათთან სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმება იყო.

IAUP არის მსოფლიოს უმაღლესი განათლების წარმომადგენელი უნივერსიტეტების აღმასრულებელი პრეზიდენტებისა და რექტორების ასოციაცია. ასოციაციის წევრობა დაშვებულია მხოლოდ იმ უნივერსიტეტების პრეზიდენტების, რექტორებისა და ვიცე-კანცლერებისათვის, რომლებსაც აქვთ მოპოვებული რეგიონალური აკრედიტაცია.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე