ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორია გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორია გახსნა. ახალ ლაბორატორიაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით  ექსპერიმენტები ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ჩატარდება, რაც საბუნებისმეტყველო საგნების პრაქტიკულ სწავლებას შეუწყობს ხელს.

ახალი ლაბორატორია TEMPUS -ის პროექტის ”სტუდენტთა აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში” (SALiS) ფარგლებში შეიქმნა და  მიზანად ისახავს ბუნებისმეტყველების სწავლების  თანამედროვე მეთოდების განვითარებასა და სასწავლო პროცესში ექსპერიმენტული სწავლების მეთოდების ჩართვას. პროექტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კვლევაზე დაფუძნებულ ლაბორატორიულ სამუშაოებს, როგორც თანამედროვე   მეთოდოლოგიური მიდგომების ერთ-ერთ საფუძველს ბუნებისმეტყველების სწავლებაში, საბუნებისმეტყველო კონცეფციების უკეთ შეცნობისა და ბუნებისმეტყველების არსის  გაგების მიზნით.

განათლების სფეროში მიმდინარე ინოვაციების  ასათვისებლად, პროექტი  ტრენინგების საშუალებით მასწავლებლებისთვის ბუნებისმეტყველების სწავლების სიახლეების დანერგვას ითვალისიწნებს. მიზნის მისაღწევად თითოეული მონაწილე ინსტიტუციისთვის შეიქმნა  საბუნებისმეტყველო მასწავლებლების სატრენინგო მოდული. ტრენინგები ჩატარდება კვლევაზე დაფუძნებით. მოდული შესაძლებელს გახდის  სტუდენტთა და მოსწავლეთა სწავლების გაძლიერებას, ლაბორატორიული სამუშაოების წარმართვას ინოვაციური მიდგომებით ( მაგალითად, კვლევაზე დაფუძნებული სტრატეგიები, ან ჯგუფური სწავლება ლაბორატორიებში).

SALiS-ის კონსორციუმი, რომლის მონაწილე მოლდავეთის, ისრაელის, საქართველოს, გერმანიის, ირლანდიისა და ბულგარეთის უნივერსიტეტები არიან, ერთობლივად ანვითარებს სატრენინგო კურიკულუმს, სასწავლო მოდულებს, მასალებს და კონცეფციას, თუ როგორ უნდა დაინერგოს ეს სიახლეები ტრადიციულ და იაფ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორიული სამუშაოების საშუალებით.

ვინაიდან შესაბამისი საშუალებები  საბაზისო დონეზე ხელმისაწვდომია ყველა SALiS-ის პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნისთვის, პროექტი ეხმარება  ექვსი ბენეფიციარი ინსტიტუციის აკადემიური სფეროს გაძლიერებას  პერსონალის ტრენინგისა და  სასწავლო ლაბორატორიების აღჭურვის მეშვეობით. პროცესი ევროკავშირის პარტნიორ დაწესებულებებშიც  ხელს შეუწყობს სწავლების უნარების და სატრენინგო მოდულების განვითარებას. შექმნის საბუნებისმეტყველო განათლების გაუმჯობესების საფუძველს  ბევრ სკოლაში, რაც საზოგადოების ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარებისთვის აუცილებელია.

პროექტის კოორდინატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია და მასში სხვადასხვა ქვეყნის ათი უნივერსიტეტი მონაწილეობს. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე