ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ამოქმედდა ელექტრონული გაზეთი mascavlebeli.ge

განათლებისა და მეცნერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პირველად საქართველოში ახალი ელექტრონული საგანმანათლებლო გაზეთი შექმნა. mascavlebeli.ge-ს პრეზენტაცია დღეს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს ახალი საგანმანათლებლო პორტალი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წარუდგინა.  პრეზენტაციას მინისტრთან ერთად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილიც ესწრებოდა. 

ონლაინ გაზეთი სკოლების მასწავლებლებს, დირექტორებს, მშობლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს განათლების  სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მრავალფეროვან ინფორმაციას მიაწვდის. mascavlebeli.ge-ზე განთავსდება აუდიო და ვიდეო გაკვეთილები, მასწავლებლების დამხმარე სახელმძღვანელოები, საგაკვეთილო პროცესის ინოვაციურად წარმართვის მეთოდები, პროფესიონალების რჩევები, ბლოგები კითხვების დასმა და პასუხები ონლაინ რეჟიმში  და სხვა. 

გაზეთის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გაზრდისა და ამ პროფესიის რეგულირების გზაზე, მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესში, ინფორმაციის დროული, საჯარო გზით მიწოდება,  განათლების სისტემის ახალი მიზნებისა და სტრატეგიების  გაცნობა და მასში საზოგადოების ჩართულობა.

ონლაინ გაზეთის პრეზენტაციას თბილისისა და სხვადასხვა რეგიონების სკოლების მასწავლებლები, დირექტორები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე