ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველო განათლების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს

3 და 4 მარტს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012-ი იმართება, სადაც ევროპის საგანმანათლებლო ინსტიტუტები მათ სტანდარტებზე, კურსებზე, საცხოვრებელ პირობებსა და დამატებით აქტივობებზე სრულ ინფორმაციას წარმოადგენენ. გამოფენაში მონაწილე სკოლების მიზანია პოტენციურ სტუდენტებთან შეხვედრა და მათი მოზიდვა. გამოფენას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გაეცნო. 

საერთაშორისო გამოფენა 2012-ი 2 მარტს ბათუმში გაიხსნა და მასში დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის, პოლონეთისა და ჩეხეთის მაღალი დონის უნივერსიტეტები, კოლეჯები, სკოლა-პანსიონები და ენის სკოლები მონაწილეობენ.

გამოფენა მონაწილეებს საშუალებას აძლევს   წარმოაჩინონ თავიანთი სკოლა, კოლეჯი, ინსტიტუტი და პირადად შეხვდნენ პოტენციურ კლიენტებს. საქართველოს მოქალაქეები და მათი მშობლები კი, პირადად ხვდებიან და ესაუბრებიან ამა თუ იმ სკოლის წარმომადგენლებს, დეტალურად ეცნობიან ინსტიტუტში ჩარიცხვის პროცედურებსა და სტიპენდიების მოპოვების გზებს. იგებენ უახლეს ინფორმაციას ენის სკოლებზე, საზაფხულო კურსებზე, სკოლა–პანსიოენებსა და უმაღლეს სასწავლებლებზე.

საერთაშორისო გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და  მას კომპანია ”UK Bridge-სწავლა საზღვარგარეთ” უკვე მეორე წელია მასპინძლობს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე