ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა დედის დღე წარმატებულ პედაგოგს მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი 171-ე საჯარო სკოლის ქიმიის სერტიფიცირებულ მასწავლებელს, დამსახურებულ პედაგოგს, ოთხი შვილის დედას ქალბატონ მზია კვინტრაძეს სახლში ეწვივნენ, დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ქალბატონი მზია 30 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ  მზია კვინტრაძემ მუშაობა    ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად დაიწყო, შემდეგ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ჩოხატაურში გადავიდა  და 25 წელი ჩოხატაურის პირველ საჯარო სკოლაში მსახურობდა. პარალელურად, ქალბატონი მზია   გურიის რეგიონის სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას კურირებდა.

მზია კვინტრაძე პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის 171-ე საჯარო სკოლაში აგრძელებს, 2011 წელს მან წარმატებით გაიარა სასერტიფიკატო გამოცდები, ამჯერად, საბუნებისმეტყველო საგნების ექსპერიმენტული ნაწილის ჩასაბარებლად ემზადება და მასწავლებლის სახლში ქიმიის პედაგოგთა ტრენინგებს  ესწრება. სიახლეების მიმდევარი პედაგოგი გაზაფხულზე კომპიუტერისა და ინგლისურის ჩაბარებასაც გეგმავს.

ქალბატონ მზიას სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს დამსახურებული მასწავლებლის, წლის საუკეთესო მასწავლებლის, მასწავლებელ-მეთოდისტის წოდებები, უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორია,  მიღებული აქვს  მრავალი საპატიო სიგელი და დიპლომი. მზია კვინტრაძემ  ოთხი შვილი აღზარდა, რომელთაგან ორი იურისტი, ორი კი -  ექიმია.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე