ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური მიმდინარეობს

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური შაბათს, 3 მარტს ქიმიის ოლიმპიადით დაიწყო - 2012 წელს პირველად, ქიმიისა და ფიზიკის ოლიმპიადის მესამე ტურის მონაწილეები გარდა თეორიულინაწილისა სასწავლო ლაბორატორიებში პრაქტიკულ ნაწილსაც შეასრულებენ. 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ოლიმპიადის მესამე ტური აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორიებში ტარდება. პრაქტიკული ტურისათვის მონაწილეების რეგისტრაციის  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გაეცნენ

ოლიმპიადა  ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე სამ ტურად ტარდება. დასკვნით ტურში გამარჯვებული ათი მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი გახდება და საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.

კოკა სეფერთელაძის განცხადებით, სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების ორგანიზებას და ამით ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის სტიმულირებასა და ნიჭიერი, შრომისმოყვარე მოსწავლეების გამოვლენას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე