ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლებში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ახალი პროგრამები ამოქმედდება

საქართველოს პრეზიდენტის ინიციტიავით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და იუსტიციის სამინისტროები სკოლებში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ახალ პროგრამებზე იწყებენ მუშაობას. დღეს, პირველი სამუშაო შეხვედრა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ფსიქოლოგებთან გამართეს. 

როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, შეიქმნება სპეციალური პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება რისკის ჯგუფის არასრულწლოვნების სხვადასხვა სახის პროგრამებში ჩართვაზე, რომელიც უზრუნველყოფს შემდგომში დანაშაულის თავიდან აცილებას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შექმნას სერვისები, რომლებიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, ჩაერთონ სხვადასხვა სახის სოციალურ, საგანმანათლებლო და სპორტულ აქტივობებში, რომელიც ამცირებს არასრულწლოვნებში დანაშაულის ჩადენის ალბათობას. ამ პროცესში, განსაკუთრებულ როლს, ფსიქოლოგებთან ერთად, მანდატურებიც ითამაშებენ, რომლებიც სპეციალურ გადამზადებას გაივლიან.

ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს ზოგადად არასრულწლოვანთა დანაშულის პრევენციაზე, მსჯავრდებული არასრულწლოვნების რეინტეგრაციასა და რესოციალიზაციაზე ორიენტირებული პროგრამები. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს არაერთ პროგრამას (მაგ. ,,ჩემი უფროსი მეგობარი”, ”განრიდებისა და მედიაციის პროგრამა”, ”საზოგადოებრივი პროკურატურა”, ”ლიდერთა სახლი”, ”მედიაცია სკოლაში”, ”ფსიქოლოგის კონსულტაციები”, ”ცხოვრების ჯანდაღი წესის შესწავლა”, ”უფროსი მეგობრის პროგრამა” და ა.შ.), რომლებშიც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები არიან ჩართულნი.

ახალი პოლიტიკის მიზანია, სახელმწიფომ სხვადასხვა სახის სერვისები შესთავაზოს მაღალი რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებს, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული მათ მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები და ამავდროულად, სრულყოფილად იყვნენ ჩართული ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში. პროგრამები საჯარო სკოლების ბაზაზე შეიქმნება. სამუშაო პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და არასამთავრობო ორგანიზაციები  ჩაერთვებიან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე