ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ანტინარკოტიკულ კამპანიაში

საქართველოს პარლამენტთან, მთავრობასთან და პროკურატურასთან ერთად, ანტინარკოტიკულ კამპანიაში თბილისის მერიაც ჩაერთო. დღეს, სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის მერთან გიგი უგულავასთან შეხვედრა  გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ. 

ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით, ბაზალეთზე ალტერნატიული სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება. დედაქალაქის მერთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ცენტრის დაპროექტებას თბილისის მერია უზრუნველყოფს.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად, ნარკოდანაშაულის რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. ნარკომომხმარებელთა ასაკი ხანდაზმული გახდა და სკოლის ასაკის მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს ფაქტი განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში განხორციელებული კომპლექსური პროექტების შედეგია.

მიუხედავად არსებული ვითარებისა, ნარკომანია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება, აქედან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მთავრობასთან და სხვა უწყებებთან ერთად აგრძელებს მუშაობას მოზარდებს შორის დანაშაულისა და  ნარკომანიის პრევენციის კუთხით.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე