ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსის ”Imagine Cup” გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში გაემგზავრება

საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას Microsoft-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო კონკურსში ”Imagine Cup”. კონკურსში გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება. კონკურსის თემაა სამყარო, სადაც ტექნოლოგია ჩართულია მსოფლიოს აქტუალური პრობლემების მოგვარების პროცესში.

”Imagine Cup”-ში მონაწილეობა 16 წლის ზემოთ ნებისმიერ სტუდენტს ან მოსწავლეს შეუძლია. პირველი ეტაპი  7 მარტიდან 15 აპრილამდე ჩატარდება. რეგიონალური ფინალი, რომელშიც 10 საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას,  თბილისში 28 აპრილს გაიმართება.  პირველ ადგილზე გასული გუნდი 2012 წლის 6-10 ივლისს  ავსტრალიაში მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება, სადაც წარმატების შემთხვევაში,  25 000 დოლარს პრიზის სახით მიიღებს.

დღეს, კონკურსთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა,  USAID-ს მისიის ხელმძღვანელმა  საქართველოში სტივენ ჰაიკინმა, Microsoft-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალი ბაზრების გენერალურმა მენეჯერმა ვერონიკა პრიკრილოვამ და მაიქროსოფთ საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა დავით ასათიანმა ბრიფინგი გამართეს.

კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  USAID-ს ფინანსური მხარდაჭერით იმართება და მას „მაიქროსოფთ საქართველო“ და სამინისტროს „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ ატარებს. მხარდამჭერებს შორისაა  კომპანიები ”სინგულარ ჯგუფი” და ”ალგორითმი”.

ავსტრალიაში ფინალისტთა გამგზავრება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) ფინანსური მხარდაჭერით მოხდება. პროექტი  საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგების, მათ შორის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო დარგის, კონკურენტუნარიანობის ზრდას ემსახურება.

USAID საქართველოში: ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის მეშვეობით 15 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია საქართველოს. ამჟამად 40-ზე მეტი პროექტია განხორციელების პროცესში. ეს პროექტები მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს საქართველოს თავისუფალ დემოკრატიაზე გადასვლის პერიოდში, მათი ინიციატივის შემწეობით ჩქარდება ეკონომიკის ზრდა, ვითარდება დემოკრატიული ინსტიტუტები და უმჯობესდება ჯანდაცვისა და განათლების სფეროები. USAID-ი 100-ზე მეტ ქვეყანას უწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს http://georgia.usaid.gov

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე