ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებლის სახლში ტრენინგები გრძელდება

მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები გრძელდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს საგნობრივი, პროფესიული უნარებისა და ლაბორატორიული ნაწილის ტრენინგებს დაესწრო. 

ინგლისურის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის ლაბორატორიული ნაწილისა და პროფესიული უნარების ტრენინგებში მასწავლებლის სახლში 100-მდე პედაგოგი მონაწილეობდა. თითოეული მათგანი სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ემზადება და მასწავლებლის სახლში მათ საშუალება აქვთ საკუთარი ცოდნა საგამოცდო პროგრამების მიხედვით შედგენილი ტრენინგ-მოდულებით გაიღრმავონ.  მინისტრი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი მასწავლებლებს პირადად გაესაუბრნენ და მათი შეხედულებები გაიზიარეს.

მასწავლებლის სახლში ყოველდღიურად ყველა საგანში, პროფესიულ უნარებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების  ლაბორატორიულ ნაწილში რამდენიმე ასეული მასწავლებელი ემზადება. შენობაში ტრენინგებისთვის 10 აუდიტორიაა გამოყოფილი და თითოეულ მათგანში დღის განმავლობაში ერთმანეთს რამდენიმე ჯგუფი ენაცვლება. გარდა ამისა პედაგოგებს საშუალება აქვთ ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდებისთვისაც მოემზადონ და მაღალკვალიფიციურ ტრენერებთან სპეციალური კურსი გაიარონ.  ტრენინგები მასწავლებლის სახლში უფასოა და მისი გავლა ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე