ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქველმოქმედო გამოფენა-აქცია კლასიკურ გიმნაზიაში

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ფოტონამუშევრების გამოფენა – კონკურსი გაიმართა. კონკურსი საქველმოქმედო აქციით დასრულდა და  ფოტოების გაყიდვით შემოსული თანხა,  საქართველოს ონკო–ჰემატოლოგიური პაციენტების მშობელთა კავშირის ანგარიშზე, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად გადაირიცხა.  გამოფენა დაათვალიერა და საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ. 

კოკა სეფერთელაძის განცხადებით, თბილისის კლასიკური გიმნაზიის  მოსწავლეებისათვის, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის მნიშვნელოვანია თანამოქალაქეთა გვერდში დგომა,  ამ აქციით მათ გაითავისეს ლევკემიით დაავადებულ ბავშვთა და მათი ოჯახების სატკივარი.

კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრები  ცნობილმა ხელოვანებმა იური მეჩითოვმა, მაია გუგუშვილმა, ტატო ახალკაციშვილმა და ია დვალმა შეაფასეს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე