ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მასშტაბი გაიზარდა

2010 წლიდან ორგანიზაცია PH International საქართველოში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს. პროექტი, რომლის მიზანია სასკოლო სამოქალაქო განათლების ხარისხის ამაღლება და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება.

პროგრამა  500-ამდე სკოლაში ხორციელდებოდა. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხრიდან გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, შესაძლებელი გახდა პროექტში დამატებით 260 სკოლის ჩართვა. ახლა პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლების 30%-ს ფარავს.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორმა  სტივენ ჰეიკინმა ხელი მოაწერეს მემორანდუმში ცვლილებას სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  მიმართ გაზრდილი მხარდაჭერის შესახებ.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ ღონისძიების ფარგლებში, აუდიტორიას  პროგრამის შედეგები გააცნო, ხოლო სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა  საკუთარი საქმიანობა წარმოადგინეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე