ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ფორუმი სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით, მეორე წელია ”ადგილობრივ დონეზე სკოლამდელი განათლების სექტორის განვითარების ხელშეწყობის პროექტს” ახორციელებს. 

პროექტის  ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ირინე ქურდაძე დაესწრო.

სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროექტის მიზანია სკოლამდელი განათლების მართვის, ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება, საბავშვო ბაღის აღმზრდელთა ტრენინგ-ცენტრების დაარსების ხელშეწყობა, პედაგოგთა გადამზადება, მათი მეთოდოლოგიური რესურსებით უზრუნველყოფა და სხვ.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ექვსი უმაღლესი სასწავლებლის ბაზაზე შესაბამისი აკადემიური პერსონალი გადამზადდა, შემუშავდა ახალი პროგრამები. ტრენინგები გაიარეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა თემაზე: ,,სკოლამდელი განათლების განვითარება საქართველოში”. ექვსივე უნივერსიტეტში, რომელიც პროექტთან თანამშრომლობს, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სკოლამდელი განათლების  ახალ პროგრამებზე.

ფორუმზე წარმოდგენილი პრეზენტაციებით შეჯამდა პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები,  ახალი პრიორიტეტები გამოიკვეთა და სკოლამდელი განათლების სფეროში სამომავლო გეგმები დაისახა.

ფორუმს  სხვადასხვა სამინისტროების, თბილისის მერიის, რეგიონალური მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე