ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინი აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმატებული და სტრატეგიული თანამშრომლობის შედეგად, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებით, საქართველოში ევროპაში ერთადერთი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია ფუნქციონირებს, სადაც უნიკალური კვლევითი სამუშაოების ჩატარებაა  შესაძლებელი.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ენდრიუ ვებერსა და  აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის  საკითხები და ის ერთობლივი პროექტები განიხილეს, რომელთა განხორციელებაც რეფერალური ბიოლოგიური ლაბორატორიის ბაზაზეა შესაძლებელი. კვლევითი ცენტრი  აღჭურვილია ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებითა და ვივარიუმით, სადაც ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს სხვადასხვა მიმართულებით საერთაშორისო დონის  ბიოლოგიური კვლევები შეუძლიათ განახორციელონ.

ლაბორატორიის მიზანია საზოგადოებრივი და ვეტერინარული ჯანმრთელობის გაძლიერება ინფექციური დაავადებების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და სამეცნიერო კვლევების საშუალებით საქართველოსთვის, კავკასიის რეგიონისა და კაცობრიობის სასარგებლოდ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე