ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ყირგიზეთის განათლების მინისტრი საქართველოს გამოცდილებას ეცნობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ყირგიზეთის განათლების მინისტრს კანატ სადიკოვს შეხვდა და საქართველოს განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები პირადად გააცნო.

ყირგიზეთის განათლების მინისტრი ამავე დღეს  თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლას ეწვია. ასევე,  გაეცნო პროფესიულ კოლეჯს ”იკაროსი”, მოინახულა ფრანგული სკოლა და ბოლოს მრავალფუნქციური, თანამედროვედ აღჭურვილი  მასწავლებლის სახლი დაათვალიერა.

პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში კანატ სადიკოვმა პირადად ნახა როგორ ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი, რომლის თანახმად ყველა  პირველკლასელს სახელმწიფოსაგან საჩუქრად ნეტბუქი გადაეცემა, ასევე,  საქართველოში მოსწავლეები ინგლისურ ენას პირველივე კლასიდან გაძლიერებულად შეისწავლიან, მათთან ქართულენოვან პედაგოგთან ერთად, უცხოელი მოხალისე პედაგოგიც მუშაობს. პროექტის  ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად (TLG)” ფარგლებში, ინგლისურენოვანი მასწავლებლები  უკვე მეორე წელია საქართველოში მოღვაწეობენ, პროექტი და მოხალისე პედაგოგების ჩამოსვლა გრძელდება.

კანატ სადიკოვმა პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში მრავალფუნქციური ,,მომავლის კლასიც” დაათვალიერა, სადაც ქიმიის გაკვეთილი თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

ყირგიზეთის განათლების მინისტრმა ქვეყანაში მოქმედ თანამედროვე პროფესიულ კოლეჯებზეც მიიღო ინფორმაცია და  ერთ-ერთი მათგანი ”იკაროსი” მოინახულა. ”იკაროსში” მაღალკვალიფიციური კადრები მუშაობენ და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები ისწავლება.

პედაგოგთა კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება მასწავლებლის სახლი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და დღეში 300-მდე პედაგოგს მასპინძლობს.

კანატ სადიკოვმა წარმატებულად შეაფასა საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები და იმედი გამოთქვა, რომ მათი გაზიარება და ქართულ მხარესთან მომავალი თანამშრომლობა  მნიშვნელოვანი იქნება ყირგიზეთისთვის.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე