ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ლოგოსა და დევიზის კონკურსი ანტინარკოტიკული კამპანიისთვის

ანტინარკოტიკული კამპანიის დევიზისა და ლოგოს შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით ტარდება და მისი მიზანია მოსწავლეების ჩართვა ანტინარკოტიკულ კამპანიაში.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში უფროსკლასელებს შეხვდნენ და მათ პირადად გააცნეს  კონკურსის მიზანი და პირობები.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შეუძლიათ, დევიზი ან/და ლოგო წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე: [email protected] ან [email protected]; მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ ერთი ან რამდენიმე ნამუშევარი; ლოგო ან/და დევიზი მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ არაუგვიანეს 25 მარტისა; საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში განხორციელებული კომპლექსური პროექტების შედეგად, სკოლის ასაკის მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემთხვევები თითქმის აღმოიფხვრა.

მიუხედავად არსებული ვითარებისა, ნარკომანია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება, აქედან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მთავრობასთან და სხვა უწყებებთან ერთად აგრძელებს მუშაობას მოზარდებს შორის დანაშაულისა და  ნარკომანიის პრევენციის კუთხით.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე