ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიზაინის საერთაშორისო სკოლა საქართველოში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დიზაინის საერთაშორისო სკოლა ამოქმედდება, რომელიც ერთადერთი იქნება კავკასიის რეგიონში და ნიჭიერ ახალგაზრდებს სხვადასხვა მიმართულებების დიზაინერებად მოამზადებს. სკოლას პატრონაჟს მსოფლიოში ყველაზე მაღალი დონისა და პოპულარული მარკის ავტომობილების დიზაინერი ჯორჯეტო ჯუჯარო გაუწევს. 

ჯორჯეტო ჯუჯარო თავის შვილთან, ასევე ცნობილ იტალიელ სამრეწველო დიზაინერთან ფაბრიციო ჯუჯაროსთან და  დოქტორ ჯანკარლო პერინისთან ერთად, საქართველოში იმყოფება. დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იტალიელმა დიზაინერებმა საერთაშორისო დიზაინის სკოლის კონცეფცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან ერთად, ცნობილ ქართველ არქიტექტორებს, იტალიის ელჩს საქართველოში ფედერიკა ფავის, ასევე, საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის ელჩებს, საქართველოს საბანკო სისტემის წარმომადგენლებსა და სხვა საპატიო სტუმრებს წარუდგინეს.

ფაბრიციო ჯუჯარო  ბათუმში  პროექტს “მწვანე ბათუმი - 2020” ახორციელებს. ამავე დღეს, მოხდა ამ პროექტის პრეზენტაცია და ფაბრიციო ჯუჯაროსათვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის (ჰონორის კაუზა) წოდების მინიჭება.

მამა-შვილი ჯუჯაროები  მსოფლიოში ცნობილ უდიდეს კორპორაციებთან თანამშრომლობენ ჯორჯეტო ჯუჯაროს შექმნილია ორმოცდაათზე მეტი ავტომობილის მოდელის დიზაინი, მათ შორის ისეთი მანქანების,  როგორიცაა "ფერარი" და "ლამბორჯინი". დიზაინერი სხვა სფეროებშიც მონაწილეობს. მას ეკუთნის "Nikon"-ის ფოპტოაპარატების, "Apple"-ის კომპიუტერების პროტოტიპები და და კალმის ”Marille”-ის დიზაინიც. ფაბრიციო ჯუჯაროს ბოლოდროინდელი არქიტექტურული ნამუშევრებიდან კი, აღსანიშნავია იუვენტუსის ახალი სტადიონი, ტურინის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი და კოპენჰაგენის მეტრო.

ცნობილ იტალიელ დიზაინერებთან ერთად საერთაშორისო სკოლაში ლექციებს საერთაშორისო გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლები და ცნობილი დიზაინერები წაიკითხავენ. აღნიშნული ინიციატივა საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების მოწვევა და მრეწველობისა და ბიზნესის წრეებთან თანამშრომლობის განვითარება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე