ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრის სამუშაო შეხვედრა დირექტორებთან

საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მასწავლებლის სახლში თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა პირველკლასელთა რეგისტრაცია, საატესტატო გამოცდები და არდადეგების პერიოდში სკოლების რეაბილიტაცია იყო.

2011 წლიდან შეიცვალა სკოლებში პირველკლასელთა  მიღების წესი, პროცესი გამჭირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა. პირველად საქართველოში, ყველა სკოლისთვის  პირველკლასელთა განაცხადების მიღების კონკრეტული ვადები დადგინდა. 2012 წელსაც  მიღება წინასწარ გამოცხადებულ ვადებში მოხდება, ცვლილება შედის პირველკლასელთა დარეგისტრირების წესში, წელს პირველად, დარეგისტრირება ელექტრონულად, მხოლოდ სპეციალურ საიტზე იქნება შესაძლებელი. სკოლებს ევალებათ იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები, რათა პროცესმა ხარვეზების გარეშე ჩაიაროს და მოხდეს მოსწავლეთა დროული დარეგისტრირება. ყველა დარეგისტრიტრებული ბავშვი 15 სექტემბერს საჩუქრად   პერსონალურ კომპიუტერს მიიღებს.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საატესტატო გამოცდებს. გასულ წელს, პირველად საქართველოში, საატესტატო გამოცდები კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდა. იგივე მეთოდით საატესტატო გამოცდები 2011-2012 სასწავლო წლის ბოლოსაც რვა საგანში გაიმართება. წელს არ იგეგმება რაიმე ცვლილება, იგივე რჩება კომპეტენციის ზღვარიც. თითოეულ საგანში გამოცდა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში  ერთსა და იმავე დღეს  ჩატარდება. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სკოლის დირექტორებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე ჩატარება.

მინისტრმა დირექტორებთან სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხიც განიხილა. სამინისტრო საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა სკოლაში გეგმაზომიერად, პრიორიტეტების გათვალისწინებით, ეტაპობრივად ახორციელებს სარეაბილიტაციო თუ სამშენებლო სამუშაოებს. ეს პროცესი შეუქცევადია და მომავალშიც გაგრძელდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე