ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ტრენინგი - „არაფორმალური განათლების აღიარება“

სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი პროფესიული განათლების განვითარებაა. შრომის ბაზრის მოთხოვნების საპასუხოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების კიდევ უფრო გაძლიერებასა და ხელშეწყობას გეგმავს. სამინისტროს ინიციატივით, სტუდენტებთან ერთად ნებისმიერ მსურველს ეძლევა პროფესიული განათლების მიღების და მისი გაღრმავების შესაძლებლობა.

არსებული რეგულაციები უპრეცენდენტო საშუალებას აძლევს იმ ადამიანებს,  რომლებსაც უმაღლესი პროფესიული განათლება არ მიუღიათ, მაგრამ პრაქტიკული საქმიანობით დიდი გამოცდილება აქვთ შეძენილი, მაგალითად, მზარეული, კონდიტერი, გიდი, დურგალი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, სტილისტი, ღონისძიებათა მომწყობი, მეღვინე, კომპიურეტული გრაფიკოსი, IT, ზეინკალი, მემინანქრე, იუველირი, თექის ხელოსანი. მათ შეუძლიათ მიმართონ მათთვის სასურველ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მათი არაფორმალური განათლების აღიარება მოხდება. ეს ადამიანები პროფესიული დიპლომის მქონე პროფესიონალები გახდებიან და თავიანთი განათლებით შეძლებენ ზუსტად უპასუხონ დღევანდელი შრომის ბაზრის გამოწვევებსა და მოთხოვნებს, დასაქმდნენ და მიიღონ მაღალანაზღაურებადი სამუშაო.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგი - „არაფორმალური განათლების აღიარება“ - ამ მოთხოვნების გამოძახილია. ტრენინგზე ცენტრის  წარმომადგენლებმა  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი კერძო და სახელმწიფო  საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების რეკომენდაციების პროექტი,   მასში შესატანი ცვლილებები და დამატებების მომზადება-გათვალისწინების საკითხები.

მონაწილეებმა იმსჯელეს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პროცედურის ეტაპებზე, მასში მონაწილე პირთა როლებსა და პასუხისმგებლობებზე, პროცესის სამართლიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მექანიზმებზე და მის  სამართლებრივ შედეგებზე.

ტრენინგის შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების განსაზღვრას, შესაბამისი შეფასების მეთოდებისა და ინსტრუმენტების შემუშავებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე