ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ფიზიკაში სასერტიფიკაციო გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის აპრობაცია გაიმართა

2012 წელს პირველად, საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგები გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში ჩააბარებენ და დამატებით 75 ლარს მიიღებენ.  დღეს, სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პედაგოგებისათვის ფიზიკის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის აპრობაცია ჩაატარა, რომლის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე  აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში აკვირდებოდა. 

აპრობაციისას პედაგოგებს  ექსპერიმენტული დავალება მიეცათ, რომლის შესრულება  შესაბამის ცოდნასა და უნარებს მოითხოვს. დავალების შესრულებისას მონაწილეებს ასევე  საზომი ხელსაწყოების გამოყენება უწევდათ. მსგავსი ტიპის ექსპერიმენტების  მოსწავლეებისათვის დემონსტრირება, მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის.

საბუნებისმეტყველო საგნების ყველა პედაგოგს მასწავლებლის სახლში  შესაძლებლობა აქვს ტრენინგები ექსპერიმენტულ ნაწილშიც გაიარონ, რათა  შეძლოს ”აინშტაინის ლაბორატორიის” გამოყენებით საგაკვეთილო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვა და გამოცდისთვის სათანადო მომზადება.

სერტიფიცირებული მასწავლებლების სახელფასო სქემა კი, ასეთია: ხელფასზე დანამატი 75 ლარი; დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარი; ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში ხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი აქვთ; პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ, ხელფასი კიდევ 75 ლარით გაიზრდებათ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე