ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლებისთვის 1000 ლარიანი ვაუჩერების გაცემა დაიწყო

19 მარტიდან პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსება იწყება. პროფესიული განათლების მიღების  მსურველები სახელმწიფოსაგან 1000 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და სასურველ სასწავლებელში ისწავლიან.

დღეს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია, სადაც მომავალი პროფესიული სტუდენტების რეგისტრაცია და ვაუჩერული დაფინანსება მიმდინარეობს. პირველი მსურველი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან მიხეილ სააკაშვილმა პირადად დაარეგისტრირა და სასწავლო ვაუჩერი გადასცა.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საგაზაფხულო რეგისტრაცია, რომელიც  20 აპრილამდე გაგრძელდება, თბილისის გარდა, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებშიც დაიწყო, სადაც დაინტერესებული პირები რეგისტრაციის გავლამდე ყველა საჭირო ინფორმაციას იღებენ.

პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსებისათვის სახელმწიფომ 7 მილიონი ლარი გამოყო, რაც 7 000 ადამიანს საშუალებას მისცემს ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და დასაქმდეს.

ვაუჩერით სრულად დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორმეტეკლასელები, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს დაეუფლონ პროფესიულ განათლებას.

პროფესიულ კოლეჯებში მიღებული განათლებით სტუდენტებს დასაქმების რეალური საშუალება ეძლევათ, განახლებულ და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ  პროფესიული კოლეჯებში ახალი, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი  პროფესიები ისწავლება. სახელობო პროგრამებს გადამზადებული პედაგოგები და დარგის სპეციალისტები ასწავლიან.

 დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლა  გაზრდის კოლეჯებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, ხელს შეუწყობს კერძო სექტორის მოზიდვასა და პროცესში ჩართვას. თანაბარ პირობებში მყოფი პროფესიული კოლეჯები სტუდენტების მოზიდვის მიზნით, თვითგანვითარებაზე, საწარმოო პრაქტიკების ორგანიზებასა და დასაქმების პერსპექტივაზე ხდებიან ორიენტირებულები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე