ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოკა სეფერთელაძე ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ეროვნული ტრადიციული დადგმებით,  ცეკვებითა და სიმღერებით ღონსძიებაში მონაწილეობა  აზრებაიჯანელმა სტუდენტებმა მიიღეს. საქართველოს აზერბაიჯანელი 400 სტუდენტის ხელმოწერით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს კოკა სეფერთელაძეს მადლობის სიგელი გადაეცა.

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი აზერ გუსეინიც დაესწრო.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საზოგადოებაში ინტეგრირება სამინსიტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, წარმატებით მოქმედებს პროგრამა ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’’, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის მოხალისე პედაგოგების წარგზავნას ითვალისწინებს.

სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის უკვე შექმნილია ქართული ენის სახელმძღვანელოებიც დამხმარე აუდიო-ვიდეო მასალით, რომელიც დონეების მიხედვითაა დაყოფილი.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ზოგადი უნარების ტესტის ჩაბარების საფუძველზე ხვდებიან. წარმატებული აბიტურიენტები ქართული ენის შემსწავლელ სპეციალურ ერთწლიან პროგრამას გადიან და სასურველ სპეციალობებზე სწავლას ქართულ ენაზე განაგრძობენ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე