ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კახეთის რეგიონში პირველი ფიზიკა-მათემატიკური სკოლა გაიხსნება

ახალი სასწავლო  წლიდან თელავში ფიზიკა-მათემატიკის სპეციალიზირებული სკოლა გაიხსნება.  სკოლა თელავის № 3 საჯარო სკოლის ბაზაზე ამოქმედდება და მას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.  

დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნეირების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა თელავის №3 საჯარო სკოლა მოინახულეს და პროექტის დეტალებს ადგილზე გაეცნენ.

ყველა  საჭირო ინვენტარით და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით აღჭურვილი ახალი თანამედროვე სკოლა კახეთის რეგიონში პირველი სპეციალიზირებული სკოლა იქნება. ფიზიკა-მათემატიკური საგნების სწავლების გაძლიერების მიზნით, სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები ჩაუტარებენ. გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ლაბორატორიასაც ეწვიონ  და პრაქტიკულ ნაწილში ცოდნა გაიღრმავონ.

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ფიზიკა-მათემატიკურ ყველა სკოლას ძველი სტატუსი დაუბრუნდა. გარდა ამისა, საჯარო სკოლებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო  საგნების გაძლიერებულად სწავლება მიმდინარეობს.  

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისა   და   მოსწავლეთა კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, პროგრამა ,,აინშტაინის” ფარგლებში, მიმდინარეობს საჯარო სკოლების თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებით აღჭურვა. ლაბორატორიებში მოსწავლეებს როგორც პრაქტიკული  მუშაობის, ასევე კვლევის  ჩატარებისა და სხვადასხვა სამეცნიერო-შემეცნებითი კონკურსებისთვის მომზადების შესაძლებლობა აქვთ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე