ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქუთაისში მასწავლებლის სახლი გაიხსნა

კიდევ ერთი მასწავლებლის სახლი საქართველოში - ქუთაისის მასწავლებლის სახლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა იმერეთის გუბერნატორთან ლაშა მაქაცარიასთან და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენრტის დირექტორთან, გია მამულაშვილთან ერთად გახსნა. 

მასწავლებლის სახლი ქუთაისში დღის განმავლობაში 200-მდე პედაგოგს მოამზადებს. ტრენინგები ყველა საგანსა და პროფესიულ უნარებში აქ ყოველდღიურად ჩატარდება. ქუთაისის მასწავლებლის სახლში პედაგოგებს ადგილობრივ ტრენერებთან ერთად, თბილისიდან ჩასული სპეციალისტებიც მოემსახურებიან. ტრენინგებზე დასასწრებად რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და შექმნილია ყოველდღიური გრაფიკი ჯგუფების მიხედვით.

ქუთაისის მასწავლებლის სახლში კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, მიმდებარე რაიონების მასწავლებლებსაც შეუძლიათ. ტრენინგების გარდა აქ მასტერ-კლასები, სემინარები და სამუშაო შეხვედრებიც ჩატარდება. გარდა ამისა, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და იქ დასაქმებული სხვა პირები მიიღებენ ნებისმიერი სახის კონსულტაციას სკოლის ადმინისტრირებასთან და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით.

მასწავლებლის სახლი მიზნად ისახავს ადგილობრივი პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად სათანადო პირობების შექმნას და სკოლაში დასაქმებული პირებისთვის დახმარების გაწევას.

მასწავლებლის სახლის გახსნა მომავალში ზუგდიდში, ბათუმსა და ახალციხეშიც იგეგმება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე