ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქუთაისის საინფორმაციო ცენტრში ვაუჩერების გაცემა მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქუთაისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია და პროფესიული განათლების მიღების რამდენიმე მსურველს  1000 ლარიანი ვაუჩერი პირადად გადასცა.

დღეის მონაცემებით, ქუთაისის საინფორმაციო ცენტრმა   360 ადამიანი დაარეგისტრირა (ქუთაისი,  ახალციხე, ოზურგეთი)  შემდეგ მიმართულებებზე:  ტურიზმი - 54, სამშენებლო - 67, სოფლის მეურნეობა - 31, ინფორმაციული ტექნოლოგიები - 59, საინჟინრო - 67, სხვა მიმართულებებზე კი,  82 მსურველი.

თბილისის საინფორმაციო ცენტრში 700 ადამიანმა (თბილისი, კახეთი, რუსთავი) გაიარა რეგისტრაცია  შემდეგ მიმართულებებზე:  ტურიზმი - 107,  სამშენებლო - 97,  სოფლის მეურნეობა - 69, ინფორმაციული ტექნოლოგიები - 154, საინჟინრო - 156, სხვა მიმართულებებზე - 117.

ქობულეთის  საინფორმაციო ცენტრმა   300 ადამიანი (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი) შემდეგ მიმართულებებზე დაარეგისტრირა:  ტურიზმი - 64, სამშენებლო - 48, სოფლის მეურნეობა - 21, ინფორმაციული ტექნოლოგიები - 38, საინჟინრო - 67 და სხვა მიმართულებები- 62.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა  ვაუჩერული დაფინანსება 20 მარტიდან დაიწყო. სტუდენტთა რეგისტრაცია და მათთვის ვაუჩერების გადაცემა თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში ერთდროულად მიმდინარეობს და ეს პროცესი 20 აპრილამდე გაგრძელდება. ამავე ცენტრებში დაინტერესებულ პირებს ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

ვაუჩერით სრულად  სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორმეტეკლასელები ფინანსდებიან, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს დაეუფლონ პროფესიულ განათლებას.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე