ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართული ენის სწავლება სომხურენოვანი დირექტორებისათვის

საქართველოს განათლებისა და მენიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ეწვია და ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სომხურენოვანი საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. ჟვანიას სკოლაში 82 დირექტორი ამჟამად, ქართული ენის ინტენსიური სწავლების კურსს გადის. 

პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის ხორციელდება სახელმწიფო ენის შესწავლის გრძელვადიანი, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის მოკლევადიანი კურსები. 

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნული უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროგრამები ხორციელდება, ამ მიმართულებით მომავალშიც ბევრი სიახლეა დაგეგმილი. ყველა ეს ინიციატივა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა  სამოქალაქო ინტეგრაციას ემსახურება და ამაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის  როლი და მისია.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე