ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინი ბრაზილიელ სენატორს შეხვდა

რეფორმების გასაცნობად ამჯერად, საქართველოში ბრაზილიელი სენატორი კრისტოვამ ბუარკე ჩამოვიდა. სენატორს დღეს,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი  შაშკინი შეხვდა და განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები პირადად გააცნო. 

კრისტოვამ ბუარკესთან შეხვედრისას დიმიტრი შაშკინმა განსაკუთრებული აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეზე გააკეთა, კერძოდ, წელს პირველად, სტუდენტური დასაქმების პროგრამა ამოქმედდა,, მოხდება მოსახლეობის უფასოდ გადამზადება ინგლისურში, კომპიუტერსა და პროფესიულ ორიენტაციაში, მიმდინარეობს პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსება და სხვ.

მინისტრმა ასევე ვრცლად იმ სიახლეებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების კუთხით განხორციელდა და მომავალშია დაგეგმილი.

კრისტოვამ ბუარკემ წარმატებულად შეაფასა საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები და აღნიშნა, რომ მათი გაზიარება და ქართულ მხარესთან მომავალი თანამშრომლობა  ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე