ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საგანმანათლებლო დაწესებულებათა e-Catalog-ის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროში საგანმანათლებლო დაწესებულებათა e-Catalog-ი (ელექტრონული კატალოგი) შეიქმნა. კატალოგში შესულია დეტალური ინფორმაცია საჯარო სკოლების შესახებ. 

e-Catalog-ი მოიცავს სრულ ინფორმაციას სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის, სწავლების საფეხურის/სექტორის, სასწავლო პროცესის, პროგრამების, პედაგოგებისა და მოსწავლეთა მიღწევების შესახებ, სკოლის უსაფრთხოების და ა.შ.  კატალოგის ნახვა ვებგვერდზე www. ecatalog.emis.ge-ზეა შესაძლებელი.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა გიორგი გულუამ e-Catalog-ის პრეზენტაცია გამართეს.

საქართველოში პირველად შეიქმნა სრულყოფილი ელექტრონული კატალოგი, რომლით სარგებლობა და საგანმანათლებლო დაწესებულებათა შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. კატალოგი  დაეხმარება  პირველკლასელთა მშობლებსაც სასურველი სკოლის შერჩევასა და ინტერნეტრეგისტრაციაში, გაამარტივებს მოსწავლეთა მობილობის პროცესს. კატალოგში ასევე განთავსდება სკოლის საატესტატო გამოცდებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ მოსწავლეთა მონაცემები.

ელექტრონული კატალოგის შექმნა საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს მრავალკომპონენტიანი E-strategy-ის (ელექტრონული სტრატეგია) ფარგლებში განხორციელდა და იგი სასწავლო დაწესებულებების გამჭვირვალეობასა და ხელმისაწვდომობას ემსახურება. მომავალში დაგეგმილია უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების ელექტრონული კატალოგის შექმნა.

Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე