ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდულმა პარლამენტმა დეკლარაცია მიიღო

პროექტის „დემოკრატია იწყება შენით“ ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა მეორედ ჩატარდა. საქართველოდან და სომხეთიდან არჩეულმა მოსწავლეებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომელსაც ისინი მოგვიანებით  ბრიუსელში, ევროპარლამენტში წარადგენენ. 

სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, სომხეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა  მიიღეს.

„ეს პროექტი სამხრეთ კავკასიის ახალ თაობას საშუალებას აძლევს დემოკრატია გამოსცადონ საკუთარ თავზე“ - განაცხადა პროექტ „დემოკრატია იწყება შენით!“ დირექტორმა ჯანან ატილგანმა. სწორედ ამიტომ საქართველოსა და სომხეთის განათლების სამინისტროები, კონრად ადენაუერის ფონდი, ედუარდო ფრაის ფონდი, სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური სწავლების სკოლები, ასევე მხარს უჭერენ ამ უნიკალურ იდეას, შეკრიბონ სომეხი და ქართველი მოსწავლეები სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდულ პარლამენტში. მონაწილე მოსწავლეები არჩეულები არიან თანაკლასელების მიერ სომხეთისა და საქართველოს რეგიონებიდან.

პროექტის „დემოკრატია იწყება შენით“ საშუალებით სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასწავლებლები იძენენ სამოქალაქო განათლების სწავლების იმ უნარებს, რაც მათ მოსწავლეებს დაეხმარებათ დემოკრატიის პრინციპები პრაქტიკაში გადატანონ. პროექტის მთავარი პრინციპია: „დემოკრატია უნდა გამოსცადო საკუთარ თავზე. მას მხოლოდ წიგნებიდან ვერ ისწავლი!“


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე