ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი პროგრამა ”Summer Job”-ის მონაწილეებს შეხვდა

დიმიტრი შაშკინი სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ზე დარეგისტრირებულ სტუდენტებს შეხვდა და პროგრამის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული და წელს პირველად ხორციელდება. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოყოფილ ვაკანსიებზე 25 000 ათასი სტუდენტი უკვე დარეგისტრირდა. შეთავაზებული 70-მდე სამუშაო სახეობებიდან მათ სასურველი ერთი ვაკანსია აირჩიეს. სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job” საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება და  20 აგვისტომდე გასტანს. სტუდენტების ხელფასი 500 ლარი იქნება.

პროექტი ”Summer Job” გამიზნულია იმისათვის, რომ სტუდენტმა კვალიფიკაციის ამაღლება და  გამოცდილების მიღება იმ სფეროში შეძლოს, სადაც მომავალში სურს დასაქმდეს. ასევე გამომუშავებული თანხა მას საშუალებას აძლევს საკუთარი სწავლა დააფინანსოს ან  გამოიყენოს შემეცნებისთვის, მოგზაურობისთვის, დასვენებისათვის და  ა.შ.

მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა საზაფხულო არდადეგები ნაყოფიერად გამოიყენოს. ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში  სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.

Video


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე