ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინკლუზიური განათლების საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

საქართველოში პირველად, ინკლუზიური განათლების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი ინკლუზიური განათლების ძირითადი მიმართულებების განხილვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო.

კონფერენციაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  ინკლუზიური განათლების კუთხით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და  სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. კონფერენციაზე ასევე გაიმართა საქართველოში ინკლუზიური განათლების სფეროში ჩატარებული კვლევების შედეგების პრეზენტაცია და მოხდა მომავალი სტრატეგიული მიზნებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა.  

კონფერენციაში “მომავლის განათლების სისტემა ყველასათვის”  მონაწილეობდნენ საქართველოს განთლებისა და  მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, ნორვეგიის განათლებისა და კვლევის მინისტრის მოადგილე, ნორვეგიის ელჩი საქართველოსა და აზერბაიჯანში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, საქართველოს პარლამენტის წევრები, წარმომადგენლები უკრაინიდან, ბელორუსიიდან და  მოლოდვეთიდან. კონფერენციის მთავარი მომხსენებლები ნორთჰემპტონის უნივერსიტეტის პროფესორები ჯონ ვისერი და რიჩარდ როსი იყვნენ.

უწყებათაშორისო თანამშრომლობის განსამტკიცებლად და საქართველოში არსებული ინკლუზიური საგანმანათლებლო სერვისების    ამომწურავად  განხილვის მიზნით, კონფერენციას  სხვადასხვა დაწესებულებისა და ორგანიზაციის, მათ შორის  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენცია  ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე