ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა ნორვეგიელ სტუმრებს ქართული რეფორმები გააცნო

საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ნორვეგიის განათლებისა და კვლევის მინისტრის მოადგილეს ელიზაბედ დაჰლეს და ნორვეგიის ელჩს საქართველოსა და აზერბაიჯანში ელინგ შონსბერგს შეხვდა. ნორვეგიელი სტუმრები საქართველოში ინკლუზიური განათლების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  პირთა საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის მიზნით,  სამინისტრო სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს შედეგად, საქართველოში  ყველა ბავშვის საგანმანათლებლო უფლება დაცულია.

29-30 მარტს ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს  ფინანსური მხარდაჭერით პირველად საქართველოში ინკლუზიური განათლების საერთაშორისო კონფერენცია იმართება, სადაც განხილული იქნება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე ინკლუზიური განათლების პროცესი და ბოლოდროინდელი  მიღწევები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე